saqarTvelos wyalsacavebi - algeTis wyalsacavi

მდებარეობა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°35`27` ჩ. გ. 44°30`41` ა. გ.
სიგრძე 3,7 კმვ
სიგანე 0,4 კმ
მოცულობა 65 კმ³

 

წყალსაცავი მდინარე ალგეთზე. მდებარეობს ქვემო ქართლის მხარის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ტბისის სიახლოვეს, ქალაქ თბილისიდან 60 კმ-ში. წყალსაცავის წყლის საერთო მოცულობა უდრის 65 მლნ. მ³, სასარგებლო მოცულობა - 60 მლნ. მ³. სიგრძე 3,7 კმ, სიგანე 0,4 კმ. წყალსაცავზე გაედინება მდინარე ალგეთი. დაგეგმილია 1,1 მგვტ-იანი ალგეთის ჰიდროელექტროსადგურის აშენება. წყალსაცავის წყალი გამოიყენება საირიგაციოდ - ტბისი - კუმისი. აწვდის წყალს სოფლებს: ჯორჯიაშვილს, ასურეთს, ბორბალოს, კოდას, მარაბდას და სხვ. 2007 წელს მორწყა 6 ჰა მიწის ფართობი. 2012 წელს ალგეთის წყალსაცავზე ადგილობრივებმა შემთხვევით იპოვეს ადრეული შუა საუკუნეების დროინდელი ადამიანის თავის ქალა. სპეციალისტთა წინასწარი დასკვნით, ის ჩვენი წელთაღრიცხვის V-VI საუკუნეებით თარიღდება და 40 წლამდე მამაკაცს ეკუთვნის. წყალსაცავის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა სამარხებსა და ნამოსახლარებსაც მიაკვლიეს, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ამ შუა საუკუნეებში აქ დასახლება იყო.